-
ავტორი
- კატეგორიები: ქორეოგრაფი ფილოლოგი
გუნია ნონა ვალერიანის ასული (20.XII. 1919,თბილისი-18.07 1998, თბილისი), ქართ. მოცეკვავე, საქართვ. დამსახ. არტისტი (1956). გ. ნ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941). უნ-ის დამთავრებიშ შემდეგ მუშაობდა: საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლში, საქართვ. ფილარმონიის ჯაზორკესტრების კოლექტივებში სოლისტ მოცეკვავედ (1940–1959). იგი თანაბარი ოსტატობით განასახიერებდა ნარნარსა და დინამიკური ხასიათის ცეკვებს, მათ შორის, ქართ. ხალხ. ცეკვებს. განსაკუთრებით პოპულარული იყო მის მიერ შესრულებული ცეკვა „ქართული“ (გიორგი (ბუხუტი) დარახველიძესთან ერთად). რესპ. ოლიმპიადაზე ამ ცეკვის საუკეთესო შესრულებისთვის I ადგილი და ოქროს მედალი მიიღო (1937). მოგვიანებით იგი გახდა ესტრადის მსახიობთა პირველი საკავშ. კონკურსის ლაურეატი (1939 ) და საქ. სსრ დამს. არტისტი (1956). გ. ნ იყო: საქართვ. თეატრ. საზ. მუსიკალური თეატრ. და ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კაბინეტის გამგე (1962); ქართ. ენცბილიკლოპედიის ხელოვნ. რედ. კონსულტანტი ბალეტის დარგში; ქორეოგრ. სექციის თავ-რე (1991–1998) და არაერთი სტატიის ავტორი.
ლიტ.: გუნია ნონა ვალერიანის ასული. საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 2012, გვ. 206.